საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განთავსდა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 1 966 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 259 პირი.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ამ დროისთვის, ინფიცირებულ 54 ადამიანიდან 1 გამოჯანმრთელდა.