საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ, საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის სულ კორონავირუსის 81 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 13 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4427 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 257.