საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განთავსდა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4 641 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 239 პაციენტი რჩება.