სახელწიფოს ხელშეწყობით, ამ დროისთვის საქართველოში უკვე 4000-მდე მოქალაქე დაბრუნდა.
კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ევროპის მიმართულებით დადგენილ ფრენებს, 3 აპრილს ,ბერლინის მიმართულება დაემატა.
პრემიერ-მინისტრთან არსებულ საკოორდინაციო საბჭოზე განისაზღვრა 10 აპრილის ჩათვლით ევროპის ქვეყნებიდან ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად განსახორციელებელი ავიარეისები, რომელთა ნაწილი უკვე შესრულდა. კერძოდ, 23 მარტს განხორციელდა ბერლინი-თბილისის, 24 მარტს – ათენი-თბილისის, 26 მარტს კი ვენა-თბილისის რეისი.
აღსანიშნავია, რომ მანამ სანამ ვირუსის გავრცელება არსებულ მასშტაბებს მიაღწევდა მოქალაქეების გამოყვანა განხორციელდა ჩინეთიდან, ირანიდან და იტალიიდანაც
ფრენების არსებულ განრიგი:
28 მარტი – ვარშავა-თბილისი – LOT Polish Airlines
31 მარტი – ამსტერდამი-თბილისი – Georgian Airways
3 აპრილი – ბერლინი-თბილისი – Georgian Airways
3 აპრილი – ვარშავა-თბილისი – LOT Polish Airlines
4 აპრილი – ლონდონი-თბილისი – Georgian Airways
(კომპანიის გეგმიური რეისი)
7 აპრილი – ათენი-თბილისი – Georgian Airways
10 აპრილი – ლარნაკა-თბილისი – Georgian Airways
აღნიშნულ ავიარეისებზე ბილეთების გაყიდვა მოხდება თანმიმდევრობით, ავიარეისის შესრულების თარიღამდე 2 დღით ადრე, ბილეთები გაიყიდება თავისუფალი პრინციპით და ხელმისაწვდომი იქნება კომპანია Georgian Airways -ის ვებ-გვერდზე,ხოლო პოლონეთის მიმართულებაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება კომპანია LOT Polish Airlines -ის ვებ გვერდზე.
ავიარეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით და თითოეულ ბორტზე განთავსდება 100 მგზავრი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით, საბჭოს მიერ განსაზღვრულ ავიარეისებზე სამგზავრო ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.
შეგახსენებთ, საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.









