ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში პარიზის რეისით ჩამოსული მგზავრი მოათავსეს.
ექიმის ინფორმაციით, პაციენტი ახალგაზრდა გოგონაა, რომელსაც ტემპერატურა 37,2 დაუფიქსირდა. ახალაგაზრდა ქალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
ამ დროისთვის საავადმყოფოში საზღვარგარეთიდან ჩამოსული ხუთი პაციენტია მოთავსებული, რომელთა შორის ორს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, სამის პასუხი კი ხვალ გახდება ცნობილი.