საქართველოს მთავრობა იტალიასთან ფრენების შეწყვეტის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განუცხადა.
მინისტრის ინფორმაციით საკითხი განხილვის ეტაპზეა,თუმცა ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„ფრენების შეწყვეტის საკითხი პრაქტიკულად ყოველდღიურ თათბირებზე განიხილება, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. იტალიის მიმართულება შედარებით მაღალრისკიანია. კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ეს არის რისკის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ რეალურად, რისკი მაინც დარჩება – შესაძლოა, სხვა მიმართულებიდან შემოვიდნენ. თუ გნებავთ, მაქსიმალურად ვიყოთ დაცული, საერთოდ უნდა ავკრძალოთ ფრენები, რაც ძალიან ძვირი დაჯდება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველო აკვირდება ევროპელი პარტნიორების პრაქტიკას კორონავირუსის გავრცელებისგან დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.