ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია გამოაცხადა. „ჩვენი შეფასებით, ახალი კორონავირუსი COVID-19 შეიძლება დახასიათდეს, როგორც პანდემია“, – განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
„პანდემია არ არის სიტყვა, რომელიც მსუბუქად ან დაუდევრად უნდა გამოვიყენოთ. ეს სიტყვაა, რომელსაც თუ არასწორად გამოვიყენებთ, შესაძლოა არაგონივრული შიში გამოიწვიოს ან გაუმართლებელი აღქმა, რომ ბრძოლა დასრულდა. სიტუაციის, როგორც პანდემიის აღწერა არ ცვლის ჯანმოს შეფასებას კორონავირუსით გამოწვეულ საფრთხესთან დაკავშირებით. ეს არ ცვლის იმას, რასაც ჯანმო აკეთებს და იმას, რაც სახელმწიფოებმა უნდა გააკეთონ. ჩვენ არასოდეს გვინახავს კორონავირუსით გამოწვეული პანდემია და არასოდეს გვინახავს პანდემია, რომლის კონტროლი შეიძლება“, – აღნიშნა ჯანმოს დირექტორმა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.