ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით რეხვიაშვილი და დეპუტატი გიგა ჯღარკავა, ყოფილი 39-ე ბაღის შენობაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეხვდნენ. ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს.
ყოფილი 39-ე ბაღის შენობაში მცხოვრები 31 ოჯახის მთავარი პრობლემა საკუთრების უფლებაა. ისინი შენობაში 2013 წლიდან ცხოვრობენ და ფართების დაკანონებას ითხოვენ.
გიგა ჯღარკავას განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემის მოგვარებაზე აქტიურად მუშაობს.










