ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისში, მახათას მთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შეგედად, ქალი დაიღუპა. 

არსებული ინფორმაციით,  ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.