ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

იგოეთთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. შემთხვევა, გუშინ ღამით მოხდა, სამგზავრო მინივენი ტრაილერს შეეჯახა. ავარიის შედეგად ადგილზე  მინივენის მძღოლი გარდაიცვალა, ოთხმა მგზავრმა კი სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.

დაშავებულები კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია