ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა – შემთხვევა იგოეთთან მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა. შედეგად, ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.