ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი  ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი   დაშავდა – შემთხვევა გორი-ერგნეთის საავტომობილო გზაზე, სოფელ კარალეთთან მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთი დაშავებულის, 18 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა, იგი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მას  ამბულატორიული დახმარება გაეწია და კლინიკა უკვე დატოვა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.