ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა – შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, ერთ-ერთი მანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. ასევე, დაშავდა ერთ ადამიანი. მას პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.









