ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა – შემთხვევა თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ქვეითს დაეჯახა. ის ადგილზევე გარდაიცვალა. დაშავებულია ავტომანქანის მძღოლიც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობვს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.