აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს. მათივე ცნობით, გარდაცვლილი 51 წლის მოქალაქეა ,რომელსაც ქრონიკული დაავადება ჰქონდა. 

„ირანიდან დაბრუნებულმა აზერბაიჯანის მოქალაქემ, 1969 წელს დაბადებულმა ქალბატონმა, რომელიც იქ სამკურნალოდ იმყოფებოდა, ჯანმრთელობის ქრონიკულ პრობლემებთან დაკავშირებით საავადმყოფოს მიმართა. მძიმე აუტოიმუნური დაავადებისა და თირკმელების უკმარისობის პარალელურად, მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსით 15 ადამიანია დაინფიცირებული.