ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვმა 9-ს მიაღწია.

ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ  საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა იტალიიდან ჩამოსულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფ პირებს დაუდგინდათ. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ყველა მათგანი იტალიაში ერთად იმყოფებოდა,

“უკვე გამოიკვლიეს მამაკაცთან კონტაქტში მყოფი 25 პირი და მათგან ხუთს კორონავირუსი დაუდასტურა, დანარჩენი კონტაქტების კვლევა გრძელდება. ეს გახლავთ ერთი კლასტერი, ანუ ერთმანეთთან დაკავშირებული ოჯახური შემთხვევები. რომლებიც ერთად გახლდნენ იტალიაში და კვირას დაბრუნდნენ საქართველოში. ქვეყანაში გვაქვს 9 დადასტურებული შემთხვევა”,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა,  კლინიკურად ყველაზე მეტად საყურადღებოა მეოთხე შემთხვევა, რომელიც დღეს გამოვლინდა.