ბიზნესცენტრ სასტუმრო “რუსთავის” საკარანტინო ზონაში მოქალაქეები შეიყვანეს. კარანტიში 16 ადამიანი გადაიყვანეს.
ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით მოქალაქეების გადმოყვანა ავტობუსებით მოხდა.
მოქალაქეები საკარანტინო სივრცეში 14 დღის განმავლობაში დარჩებიან.
ბიზნესცენტ სასტუმრო “რუსთავის” საკარანტინო ცენტრში ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან ყველა შესაბამისი პირობით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩინეთს, სამხრეთ კორეას, ირანს და იტალიას სხვა ქვეყნები დაემატა.
შესაბამისად, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ავსტრიიდან საქართველოში ჩამოსული პირები ვალდებულნი არიან: წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID-19) შემოწმების შესაბამისი ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) კვლევა), რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში – სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.
PCR ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მათ უნდა გაიარონ შესაბამისი ეპიდემიოლოგიური შემოწმება და შემდეგ, სავალდებულო 14 დღიანი საკარანტინო პროცედურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით,”- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.







