კომპანია „არემჯიმ“ COVID19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის 1 000 000 ლარი #StopCov ფონდში გადარიცხა.
კომპანიის ინფორმაციით, #StopCov ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.