ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო და კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენვციის მიზნით, სოფელ აღთაკლია, ყარათაკლია, ყარაჯალარში არსებული საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები სპეციალური ხსნარებით დამუშავდა.
სადეზინფექციო სამუშაოები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის“ მიერ განხორციელდა.
სადეზინფექციო სამუშაოები გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებულ სკვერებსა და მასობრივი თავშეყრის ადგილებსაც უტარდებათ. ადგილზე სადეზინფექციო სამუშაოებს გარდაბნის მერიის ა (ა)იპ “გარდაბანსერვისი” ახორციელებს.










