აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 103 000-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „როიტერსი“ ავრცელებს.

როგორც “როიტერი” იუწყება, სამედიცინო პერსონალი აცხადებს, რომ საკმარისი რაოდენობის დამცავი აღჭურვილობა არ აქვთ. საავადმყოფოების ხელმძღვანელების ინფორმაციით, მათ დამატებითი რაოდენობის სასუნთქი აპარატები სჭირდებათ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით იტალიასა და ჩინეთს გაუსწრო, დაღუპულთა რაოდენობით კი ის მეექვსე ადგილზეა იტალიის, ესპანეთის, ჩინეთის, ირანისა და საფრანგეთის შემდეგ.