აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირება იწყება

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს – მისი ტესტირება კი დღეს ვაშინგტონში დაიწყება.

არსებული ინფორმაციით, შესაძლო გვერდითი მოვლენების დადგენის მიზნით, ვაქცინას 45 წლის ჯანმრთელ ადამიანზე გამოცდიან. მეცნიერების ინფორმაციით, ინფიცირებული პაციენტებისთვის ვაქცინის დასამზადებლად 8-12 თვეა საჭირო.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 11 მარტს გამოაცხადა.