აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კორონავირუსის გავრცელების გამო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზად დონალდ ტრამპმა ინფიცირების შემთხვევების შემაშფოთებელი ზრდა დაასახელა.

შეგახსენებთ, 6 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ მიღებულ კანონს კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად 8,3 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია 11 მარტს გამოაცხადა.