ბიზნესცენტრ სასტუმრო “რუსთავში” საკარანტინო ზონის მოწყობა დასრულდა (+ფოტო)

 ბიზნესცენტრ სასტუმრო “რუსთავში” საკარანტინო ზონა მოწყობილია. ბიზნესცენტრში მოსამზადებელი  სამუშაოები დასრულდა და სასტუმრო “რუსთავი” მოქალაქეების მიღებისთვის მზად არის. 

მოქალაქეების ის ჯგუფი,რომელიც სულ ცოტა ხანში,  საკარანტინო ზონაში დაბინავდება, შენობას ორ კვირიანი დაკვირვების შემდეგ დატოვებს.

Tv4-მა  რუსთავში, სასტუმრო “რუსთავის” შენობაში საკარანტინო ზონის მოწყობასთან დაკავშირებით, ინფორმაცია ექსკლუზიურად გაავრცელა. ჯანდაცვის სამინისტრომ, ბიზნესცენტრის შენობა ადგილმდებარეობისა და ინფრასტრუქტურის გამო, შეარჩია.