ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, დღის განმავლობაში, მარნეულის მუნიციპალიტეტში ტემპერატურული სკრინინგი 8 994-მა ადამიანმა გაიარა, ბოლნისში კი – 6 393-მა. მათგან, საველე ჰოსპიტალში გადაყვანილია 2, რომელთაც დაბალი ტემპერატურა დაუფიქსირდათ.
კარანტინის ზონაში, ამ დრომდე თერმო სკრინინგით სულ 106 755 მოქალაქე შემოწმდა. მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე შესამაბისი უწყებების თანამშრომლები დადგენილი წესების შესრულების პროცესს მკაცრად აკონტროლებენ.