ბოლნისში თვითიზოლაციაში 259 ადამიანი იმყოფება

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ბოლნისის ცენტრის ხელმძღვანელის, მაკა მამარდაშვილის ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამედიცინო შემოწმება 13 435 პირს ჩაუტარდა, ოთხი საეჭვო სიმპტომებით კლინიკაშია გადაყვანილი.

მისივე ინფორმაციით, თვითიზოლაციაში 259 ადამიანი იმყოფება.

„გუშინდელი დღის ბოლო მონაცემებით, ბოლნისში უკვე შემოწმებულია 13 435 ადამიანი. გუშინდელი მდგომარეობით, სკრინინგით გამოვლენილია ოთხი ადამიანი და ველოდებით ამ ოთხი ადამიანის პასუხს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე გვყავს 259 ადამიანი, რომელიც გადის თვითიზოლაციას. აქედან არის ნაწილი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები, უმრავლესობა არის უცხოეთიდან შემოსული ბოლო 14 დღის განმავლობაში. ვაპირებთ სამედიცინო შემოწმების გაგრძელებას და თვითიზოლაციაში მყოფი პირების შემოწმებას, ხომ არ არღვევენ თვითიზოლაციის პირობებს“, – განაცხადა მაკა მამარდაშვილმა.