ბოლნისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში საკარანტინე მდგომარეობის მე-6 დღეს , მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა და მერმა, ქვემო ქართლის გუბერნატორთან საკარანტინე მდგომარეობასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკარანტინე ზონაში არსებულ მგომარეობაზე იმსჯელეს. გუბერნატორს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირსუსის პრევენციის მიზნით, მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს და სამოქმედო გეგმა განიხილეს.