პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ გაჟღერებულ ახალ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით,რომელიც თბილისში სამარშუტო ტაქსების მოძრაობის აკრძალვას ეხებოდა Tv4 დაინტერესდა,შეეხება თუ არა გადაწყვეტილება რუსთავიდან-თბილისის მიმართულებით მოძრავ სამარშუტო ტაქსებს.
კომპანია “ინტერტრანსში” tv4-ს განუცხადეს,რომ საკითხთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე კონკრეტული ინფორმაცია არ აქვთ,თუმცა უახლოეს დროში გახდება ცნობილი, გავრცელდება თუ არა გადაწყვეტილება რუსთავი-თბილისის ხაზებზე .