გარდაბანში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს(+ფოტო)

  გარდაბნის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.
 
სოფელ კალინინოში და სართიჭალაში გზების მშენებლობის პროცესს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი-რამაზ ბუდაღაშვილი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე,ზვიად ჭუნაშვილი გაეცნენ.
 
“მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველა ლოკაციაზე სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში, გრძელდება. საგანგებო მდგომარეობის პარალელურად, ჩვენ ვაგრძელებთ ყველა იმ სამუშაოს რაც დაგეგმილი გვქონდა” – განაცხადა რამაზ ბუდაღაშვილმა