გარდაბნის მუნიციპალიტეტში, „კორონა“ ვირუსთან დაკავშირებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა.
დეზინფიცირება ასევე ჩაუტარდა მუნიციპალიტეტში არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, სადენზიფექციო სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს საჯარო სკოლის შენობებში.
ამასთან, სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე გარდაბნის მუნიციპალიტეტში გაუქმდება 8 მარტს დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიება.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.