გიორგი მარგველაშვილს პირადი დაცვა მოუხსნეს

გიორგი მარგველაშვილს პირადი დაცვა მოეხსნა. ამის შესახებ მეოთხე პრეზიდენტმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა.

“გუშინ მთელი გულით მადლობა გადავუხადე არაჩვეულებრივი სამსახურისთვის და დავემშვიდობე ჩემი პირადი დაცვის წევრებს. ეს დამარცხებული “ქართული ოცნების” კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა, რომ ძირი გამოუთხაროს პრეზიდენტის ინსტიტუტს,”- წერს მარგველაშვილი.

ყოფილ პრეზიდენტს  უპასუხეს მმართველ გუნდში. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ კანონით უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ, მაღალი თანამდებობის პირები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა სიაში აღარ ირიცხებიან.