„მსოფლიო დიდ განსაცდელშია, თუმცა მწუხარება სიხარულით შეიცვლება“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბოდბეში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
„დიდ განსაცდელშია მსოფლიო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს. მწუხარება სიხარულით შეიცვლება. ღმერთმა დაგლოცოთ”, – განაცხადა ქადაგების დროს ილია მეორემ.
პატრიარქი საკვირაო წირვას ბოდბის დედათა მონასტერში დაესწრო. ილია მეორემ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვა ბოდბის ეპარქიის წინამძღვართან, მეუფე იაკობთან ერთად აღავლინა.