დღეიდან ვაკის მიმართულებით მოძრავი ტაქსების მოძრაობა იზღუდება

დღეიდან, სამარშრუტო ტაქსების აკრძალვასა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვასთან ერთად, შეიზღუდა რუსთავიდან ვაკის მიმართულებით მოძრავი კერძო ტაქსების რაოდენობა. 

კომპანია “ვაკეტაქსის”ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს,რომლის თანახმად, ტაქსების მინიმალური რაოდენობა დარჩება და რუსთაველებს  მგზავრობა მხოლოდ უკიდურესი და გადაუდებელი აუცილებლობის დროს შეეძლებათ.