დღეიდან საქართველოში სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა აიკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
“რუსთავში და ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტში გაჩერდება შიდა გადაზიდვები, სამარშრუტო მომსახურება და ჯერ-ჯერობით დარჩება მუნიციპალური ტრანსპორტი” – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მხარის პირველი პირის ინფორმაციით, რუსთავში დღეიდან მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს, ხოლო რაც შეეხება საქალაქთაშორისო გადაზიდვებს, სამარშრუტო მომსახურება გარკვეული შეზღუდვებით მოხდება.