რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი შვიდი სამხედროდან ცხელება არცერთს არ აქვს

 ამ დროისათვის შვიდი სამხედრო მოსამსახურეა გადმოყვანილი, ძირითადად ჯარისკაცები, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია-ამის შესახებ ჟურნალისტებს  რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა  ლევან გოფოძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით,არცერთ სამხედროს ცხელება არ აღენიშნება. 

„ამ დროისათვის შვიდი სამხედრო მოსამსახურეა გადმოყვანილი, ძირითადად ჯარისკაცები. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მართალია ჩვენთან შემოვიდნენ ცხელებით, მაგრამ ცხელება ამჟამად არცერთს არ აღენიშნება და შესაძლებელია, მათი გატესტვაც მოხდეს სათანადო რეჟიმში. ამის შემდეგ გადაწყდება, სად წავლენ კარანტინში თუ სხვა დაწესებულებებში. მარნეულის ზონიდანაც გვყავს ჯარისკაცები, ერთი გვყავს დმანისიდან“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

 

ლევან გოფოძის ინფრომაციით,  რესპუბლიკური საავადმყოფო თვითდინებით პაციენტებს არ იღებს და პაციენტების სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების მიერ ხდება.