კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, რუსთავის ე.წ სტამბოლის ბაზრის აგრარული ნაწილი დაიხურა.
Tv4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, ამ წუთებში ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ბაზარში მოვაჭრეების მხოლოდ ნაწილი იმყოფება. ბაზარში ხილ-ბოსტნეულის სექციები, გარდა ერთისა, სრულად ჩაკეტილია,არის ცალკეული ხორც-პროდუქტის დახლები.
ფუნქციონირება არ შეუწყვიტავს ბაზარში არსებულ სასურსათო მაღაზიებს.
ბაზრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აგრარულ ბაზარში მოქალაქეები კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს არ იცავდნენ და შესაბამისად, უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო,გადაწყვეტილება სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა.