“ზეგისთვის შესაძლოა, ხუთი ახალი გამოჯანმრთელებული დაგვემატოს”

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, შესაძლოა ზეგისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 5 პაციენტი გამოჯანმრთელდეს.

მისი თქმით, ამ დროისთვის კორონავირუსზე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამი პაციენტის ტესტის პასუხებს ელოდებიან. როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსით ინფიცირებულ ორ პაციენტზე პირველადი კვლევის პასუხი უკვე მიიღეს და ის უარყოფითია.

„დღეს გაგზავნილი გვაქვს სამი, ველოდებით პასუხებს, ასევე ორზე პირველადი კვლევა დღეს მივიღეთ უარყოფითი. იმ ორის პასუხსაც ხვალ გავაგზავნით. ანუ, შესაძლოა ზეგისთვის ხუთი ახალი გამოჯანმრთელებული დაგვემატოს“ ,- განაცხადა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 61-მდე გაიზარდა, მათგან რვა ადამიანი გამოჯანმრთელდა.