ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის,თამარ გაბუნიას განცხადებით, სწრაფი ტესტები გამოყენება, მარნეულის გარდა, სხვა სამიზნე ჯგუფებშიც მოხდება.
მისივე ინფორმაციით, პირველი რიგის ტესტირება მაღალი რისკის ჯგუფებსა და სიმპტომურ პაციენტებს შეეხებათ.
„სიმპტომების გარეშე ტესტის გამოყენება არ მოხდება. ეს კვლავაც არის ცენტრალური მექანიზმი ხარისხის უზრუნველყოფისა და ტესტირების. ესე გაგრძელდება გარკვეული პერიოდი. ეს არის პისიარ ტესტი, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი სარწმუნოება. ისევ გრძელდება ცენტრალიზებული მექანიზმით ამ ტესტების გამოყენება. შესაბამისად, აქ ხარისხის კონტროლი და გამოსავლების სარწმუნოება არის ძალიან მაღალი. საათნახევარი-ორი საათი სჭირდება თვითონ ტესტის წარმოებას, გარკვეული დრო დასჭირდება და პასუხი იქნება უფრო სწრაფად, ვიდრე იყო ჩვეულებრივი პისიარის შემთხვევაში.
მარნეულის გარდა ამ ტესტებს გამოვიყენებთ ყველა სხვა სამიზნე ჯგუფში, ვიდრე ტესტის რაოდენობა ამის საშუალებას მოგვცემს. შემდეგ ტესტის შევსებას ველოდებით. შემდეგი სამიზნე ჩვენთვის უკვე იქნება ის კლინიკები, სადაც ხვდებიან პაციენტები უკვე სიცხით, იმისთვის, რომ არ გამოგვეპაროს ცხელება, გარდა იმისა, რომ უკვე საზღვრებიდან მოგვყავს პაციენტები. დღეს იქნება შეხვედრა ალგორითმის დასრულებაზე კლინიკურ ჯგუფში და ლაბორატორიის ექსპერტებში, ხვალიდან კი, უკვე ეს გამოქვეყნდება. არავითარი დრამატული ცვლილებები ამ ალგორითმში მოსალოდნელი არ არის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ტესტების პირველი პარტია – 1000 ტესტი ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მარნეულში გუშინ ჩაიტანა.