თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის უმეტესი შემთხვევა საჯარო და სამედიცინო სექტორში ფიქსირდება

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მიერ მომზადებულ დადგენილების პეოქტში, რომელიც ბიუროს დღეს წარედგინება,ნათქვამია,რომ თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის უმეტესი შემთხვევა საჯარო სექტორში ფიქსირდება.

დადგენილების პროექტში საუბარია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის აღსრულების მდგომარეობაზე.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის უმეტესი შემთხვევები საჯარო სექტორის გარდა, სამედიცინო დაწესებულებებშიც ფიქსირდება.

„ეს საჭიროებს ამ დაწესებულებებში გააქტიურებულ მონიტორინგს“, – ნათქვამია პროექტში.