თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ კლდეისთან მისასვლელ გზაზე, ტყეში ხანძარი გაჩნდა.
ადგილზე 30-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული.
მთელი საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე ტყის ხანძრის 7 კერაა შენარჩუნებული: ვაკიჯვარსა და გომის მთაზე გურიაში, კრიხში, ხვანჭკარასა და ონში რაჭაში, თეთრიწყაროში ქვემოქართლში, რკონსა და გოსტიბეში, საჩხერე სოფელ ჭალოვანში, სამეგრელო სოფელი ლია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ყველა კერაზე სიტუაცია სტაბილურია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ჯამში 1000 მდე მეხანძრე-მაშველი, რამდენიმე ათეული სახანძრო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია მობილიზებული.









