საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განაცხადებით, საგანგებო რეჟიმი თელავისა და ახალციხის გამშვებ პუნქტებზე ამოქმედდება.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, საქართველოს მასშტაბით შვიდი მუნიციპალიტეტის საზღვარზე კარანტინის რეჟიმი ფაქტობრივად ამოქმედდა და სპეციალურად გამშვები პუნქტებიც მოეწყო.
„ ამ პუნქტებზე ხდება მკაცრი კონტროლი იმ შეზღუდვებით, რომელიც დაწესებულია საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ასევე მიმდინარეობს ჩვენი თანამოქალაქეების თერმოსკრინინგი. დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ანალოგიური რეჟიმი ამოქმედდება კიდევ ორი მუნიციპალიტეტის ფარგლებში. ეს ორი მუნიციპალიტეტი არის თელავი და ახალციხე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 110 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 21 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული,