თენგიზ ცერცვაძის განცხადებით,საქართველოში კორონავირუსის ბევრი შემთხვევა იქნება

კორონავირუსის ბევრი შემთხვევა გვექნება, მაგრამ იქნება კონტროლირებადი, რადგან შიდა გადაცემა ჯერ-ჯერობით არის ერთეული და არ ფიქსირდება მესამეული და მეოთხეული გადაცემა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„სპეციალისტები თვლიან, რომ როდესაც ინფექციას მეოთხე პირი სხვას გადასცემს, იქ ეპიდემია შეიძლება უკონტროლო გახდეს“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

12 მარტს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.