თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 9 ადამიანი გადაიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თვითიზოლაციის წესების დარღვევის ახალი ფაქტები გამოავლინა. ხარაგაულიდან, თბილისიდან, ქუთაისიდან, მარნეულიდან, ქობულეთიდან და ბათუმიდან 9 მოქალაქე, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს იძულებით საკარანტინო ზონაშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით ჯამში 12 ადამიანია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მიმართავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს პატივი სცეს.