კურორტ საირმეში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში სამართალდამცველებმა იძულების წესით ხუთი მოქალაქე თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის შეიყვანეს. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე ადასტურებს .
გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესი მოქალაქეებმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დაარღვიეს.
ამ დროისთვის საირმის კარანტინში 49 მოქალაქეა. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის თქმით, მოქალაქეებს ჯანმრთელობის მხრივ რაიმე პრობლემა არ აქვთ და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ.