თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3629-მდე გაიზარდა

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა  რაოდენობა 3629-მდე გაიზარდა. დაღუპულია 75 ადამიანი. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ავრცელებს .

 უცხოური მედიის ინფორმაციით, მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ. 

ამასთან, როგორც  მინისტრი აღნიშნავს, თურქეთში პაციენტების უმეტესობას მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.