თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3629-მდე გაიზარდა. დაღუპულია 75 ადამიანი. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ავრცელებს .
უცხოური მედიის ინფორმაციით, მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.
ამასთან, როგორც მინისტრი აღნიშნავს, თურქეთში პაციენტების უმეტესობას მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.