თურქეთის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.
არსებული ინფორმაციით, პაციენტის კონტაქტი ევროპას უკავშირდება და ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ამ დროისთვის მისი ოჯახის წევრების და კონტაქტების გამოკვლევა ტარდება,
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობას მოგზაურობისგან თავის შეკავების თხოვნით მიმართა.