ინფექციურ საავადმყოფოში 25 პაციენტია მოთავსებული

ინფექციურ საავადმყოფოში  25 პაციენტია მოთავსებული, მათგან 11 ახალი.ინფორმაციას ინფექციურ საავადმყოფოში ადასტურებენ. 

მათი განმარტებით,ყველა პაციენტი ახალგაზრდაა და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„რამდენიმე პირი იტალიიდანაა ჩამოსული. აღენიშნებათ ტემპერატურის მატება 37 გრადუსამდე, აქვთ მსუბუქად ყელის ტკივილი და მშრალი ხასიათის ხველა, სხვა სერიოზული ჩივილები კი არ უფიქსირდებათ. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – აღნიშნავენ კლინიკაში.

ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, ასევე დამაკმაყოფილებელია იმ პაციენტების მდგომარეობა, ვისაც ახალი კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა.

„ამ ეტაპზე მათ გართულებები არ აქვთ და იმყოფებიან მონიტორინგისა და კვლევის ფაზაში, აღენიშნებათ დაბალი, 37,3 გრადუსამდე ტემპერატურა. კლინიკიდან გაწერა არ იგეგმება, თუმცა მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გართულებებს არ ველოდებით“, – აცხადებენ ინფექციურ საავადმყოფოში.