თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღის მეორე ნახევარში არსებული კონტაქტების გამოკვლევის შედეგად, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა. 2 ახალი პაციენტი ბინიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ამ დროისთვის ცენტრში 33 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.
მარინა ეზუგბაიას თქმით, ელოდებიან, რომ გამოჯანმრთელებულების რიცხვი უახლოეს მომავალში გაიზრდება.
„ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც გაუმჯობესებული იყო, სტაბილურად რჩება გაუმჯობესებული, აქედან გამომდინარე ვლაპარაკობთ, რომ ალბათ, შესაძლებელია მისი პროგნოზირება იყოს უკვე გარკვეულწილად გაუმჯობესებული და მასზე ვილაპარაკოთ, როგორც სტაბილურ პაციენტზე, დანარჩენების მდგომარეობა უცვლელია “ , – განაცხადა ეზუგბაიამ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 110 შემთხვევაა ფიქსირდება, მათ შორის 21 გამოჯანმრთელებულია.