იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1015-მდე გაიზარდა. ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი “ბი-ბი-სი” იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროის მონაცემებით, ინფიცირებულების რაოდენობა ბოლო 24 საათის განმავლობაში 21.7%-ით გაიზარდა და პაციენტების რაოდენობამ 15 ათასს გადააჭარბა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით ევროპის მასშტაბით ყველაზე რთული ვითარებაა სწორედ იტალიაშია.