იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 2547 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიაში, გასულ ღამეს კორონავირუსით ინფიცირების 2547 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 252 ფაქტი დადასტურდა.

 შაბათს საღამოსთვის კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტების რიცხვმა 1966-ს, გარდაცვლილების კი – 1441-ს მიაღწია.ინფორმაციას იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

ამ დროისთვის, საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს 8372 პაციენტი, მათგან 1518 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.